სამოტივაციო წერილის წერის მარტივი წესები

1.      თუ იცით ადამიანური რესურსების მენეჯერის სახელი, აუცილებლად მიმართეთ პერსონალურად. მაგ.: ბატონო/ქალბატონო ...

2.      მიუთითეთ რომელ ვაკანსიაზე აკეთებთ მოცემული სამოტივაციო წერილით განაცხადს;

3.      მიუთითეთ რატომ გინდათ მოცემულ კომპანიაში მუშაობა ამ კონკრეტულ პოზიციაზე;

4.      მიუთითეთ როგორ შეესაბამება თქვენი კვალიფიკაცია და უნარები მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. აღწერეთ, როგორ განივითარეთ ეს უნარები და მოიყვანეთ არგუმენტები;

5.      მიუთითეთ თქვენი მიღწევები სწავლის პერიოდიდან და/ან სამუშაო გამოცდილებიდან. მოიყვანეთ კონკრეტული ფაქტები და აღწერეთ სიტუაციები, რომელიც ამტკიცებს ამას;

6.      ჩაწერეთ მოცემული ვაკანსიისთვის ყველაზე რელევანტური ფაქტები და გამოცდილება;

7.      სამოტივაციო წერილი გამოიყენეთ როგორც შესაძლებლობა, განასხვავოთ თქვენი კანდიდატურა სხვებისგან;

8.      აჩვენეთ დამსაქმებელს თქვენი პოზიტიური მიდგომა. მაგალითად ნაცვლად „მე არ მაქვს გამოცდილება ...“, გამოიყენეთ პოზიტიური ფორმულირება - „მე მზად ვარ გავიუმჯობესო უნარები ამ სფეროში და სწრაფად ავითვისო სიახლეები...“

9.      და ბოლოს გადაუხადეთ მადლობა დროისა და სამოტივაციო წერილის განხილვისთვის.

 

სამოტივაციო წერილის წერისას ხშირად დაშვებული შეცდომები:

1.      პოზიცია არ არის მითითებული;

2.      სამოტივაციო წერილი რეზიუმეს თხრობითი ფორმაა;

3.      სამოტივაციო წერილი ინტერნეტში მოძიებული სამოტივაციო წერილის იდენტურია;

4.      სამოტივაციო წერილი ყველა ვაკანსიისთვის ერთი და იგივეა;

5.      სამოტივაციო წერილი ძალიან ზოგადია;

6.      გამოყენებული ტერმინოლოგია  ძალიან კომპლექსურია;

7.      შეიცავს გრამატიკულ შეცდომებს, რადგან წერის დამთავრების შემდეგ არ წაგიკითხავთ.