როგორ ავიმაღლოთ თავდაჯერებულობა - 9 მარტივი გზა

არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ხართ მცირე ბიზნესის მფლობელი თუ Facebook-ის მთავარი საოპერაციო დირექტორი თვითრწმენის ნაკლებობა შეიძლება დროთა განმავლობაში თქვენი დამახასიათებელი თვისება გახდეს, რაც წარმატებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია.
ეს ყოველივე კი იქცევა სინდრომად, რომელსაც ,,თვითმარქვიას სინდრომს“ უწოდებენ. იგი განისაზღვრება როგორც არასრულფასოვნების შეგრძნება, როდესაც ადამიანი ვერ აცნობიერებს და აღიარებს წარმატებას და დარწმუნებულია რომ ის ამ ყოველივეს არ იმსახურებს.
იმისათვის, რომ გახდეთ უფრო წარმატებული და გამოავლინოთ თვენი საუკეთესო თვისებები უნდა ისწავლოთ შესაბამისი ემოციების მართვა. გთავაზობთ თვითრწმენის ნაკლებობის გადალახვის 9 ხერხს, რომელსაც წარმატებული ადამიანები მიმართავენ ასეთ შემთხვევაში.

1. მოახდინეთ კონცენტრირება საქმეზე
პრეზიდენტი ბარაკ ობამა აღიარებს, რომ მის კარიერაში არაერთხელ ყოფილა დამაბნეველი და გაურკვეველი სიტუაციები.
,,Humans of New-York”-ისთვის ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასეთ წუთებში საჭიროა კონცენტრირება მოცემულ ეტაპზე არსებულ მნიშვნელოვან სამუშაოზე, რაც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ თავდაჯერებულობის ნაკლებობას: „თუკი შენ ღელავ შენს მდგომარეობაზე და მუდმივად ფიქრობ იმაზე ხარ თუ არა წარმატებული? გიჭირავს თუ არა შესაფერისი პოზიცია? გაფასებენ თუ არა? შეიძლება იმეგდაცრუებული დარჩე, მაგრამ თუ შენ კონცენტრირდები შენს საქმიანობაზე, მაშინ ახალი გზაც გამოჩნდება. ყოველთვის შეიძლება რაღაც ხერხის გამოძებნა.“

2. ენდეთ შინაგან ხმას
ურსულა ბერნსმა, კომპანია Fortuna 500-ის პირველმა აფროამერიკელმა აღმასრულებელმა დირექტორმა აღმოაჩინა, რომ დარჩე ერთგული შენი ინდივიდუალური ხედვისა და შინაგანი ხმის - არის საუკეთესო გზა თავდაჯერებულობის ნაკლებობის წინააღმდეგ საბრძოლველად. იგი მიხვდა, რომ საკუთარი თავისთვის და ხალხისთვისაც უფრო დამაჯერებელი იყო როდესაც ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა და არა იმას, რისი მოსმენაც ხალხს სურდა მისგან.
ამიტომ, წარადგინეთ თქვენი იდეა ისე, როგორც თქვენ გსურთ და არა შაბლონის მიხედვით, ეს დაგეხმარებათ უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი, დაიჯეროთ, რომ თქვენ არავის არ ატყუებთ, თქვენ დაიმსახურეთ ის წარმატება, რაც მოიპოვეთ.

3. ნახვამდის კომფორტო!
ექსპერტი ბრაიან ტრეისი ამბობს, რომ მხოლოდ იმ სიტუაციაში ვიქნებით წარმატებულნი ახალ საქმეში, თუ მზად ვიქნებით შევეგუოთ უხერხულ და არასასიამოვნო სიტუაციას.
ეს მართლაც ასეა. გაიხსენეთ სიტუაცია, როდესაც პირველად სცადეთ ველოსიპედით კატაობა, თავიდან საშიში იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ცხოვრებაში ადვილად არაფერი მოდის - თუკი თქვენ აღიარებთ, რომ თვითრწმენის ნაკლებობა არის გრძნობა, რომელიც დროთა განმავლობაში გაქრება, მაშინ თქვენ ნელი სვლით გახვალთ კომფორტის ზონიდან, რაც სინდრომის დაძლევაში ხელს შეგიწყობთ.

4. წარუმატებლობა, როგორც შესაძლებლობა
თავდაჯერებულობის ნაკლებობას ხშირად იწვევს წარუმატებლობის შიში. თუმცა თანამედროვეობის მრავალი წარმატებული ადამიანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მარცხი არის საკმაოდ დიდი ნაბიჯი წინ წარმატების გზაზე.
ერთ-ერთმა წარმატებულმა „ენტრეპრენერმა“ ელონ მასკმა, SpaceX-ში მუშაობის დროს თქვა: „მარცხი არის არჩევანი. თუ შენ არ დამარცხდი, მაშინ არ ხარ საკმარისად ინოვატორული.“
იყავით პრაქტიკული და აღიარეთ, რომ მარცხი და წარუმატებლობა არის ყველა ადამიანის კარიერის ნაწილი, ამიტომაც ნუ იფიქრებთ გარდაუვალზე.

5. ფოკუსირება იმაზე , რისი გაკონტროლებაც შეგიძლიათ
შერილ სანდბერგმა, Facebook-ის მთავარმა საოპერაციო დირექტორმა, ბერნარდის კოლეჯის კურსდამთავრებულებს მიმართა სიტყვით და მოუწოდა მათ, რომ არ შეიზღუდონ თვითრწმენის ნაკლებობის ან იმ ძალების გამო, რომელთა გაკონტროლებაც მათ არ ძალუძთ.
,,დაე ბარიერები, რომელიც შეგხვდებათ იყოს გარე, და არა შიდა მიზეზებით გამოწვეული. ფორტუნა მხოლოდ თამამებს სწყალობთ და მე თქვენ გპირდებით, რომ ვერასდროს გაიგებთ რა შეგიძლიათ, სანამ თქვენ ძალებს არ მოსინჯავთ.“- განაცხადა ქალბატონმა შერილმა.
როდესაც თქვენ ბრძანდებით „ენტრეპრენერი“ ყოველდღიურად შესაძლოა მილიონობით საკითხი წამოიჭრას, რომელთა გაკონტროლებაც არ შეგიძლიათ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ძალისხმევა დაგჭირდებათ მათ გადასაჭრელად. ისინი უნდა გადაწყდეს. ასე, რომ ნაცვლად პარალიზებისა, თქვენ უნდა ფოკუსირდეთ იმ საგნებზე, რომელთა გაკონტროლებაც შეგიძლიათ.

6. კარგად დაიმახსოვრეთ დრო, როდესაც თქვენ შეძელით!
ჩვენ ყველას გაგვაჩნია უსაფუძვლო ეჭვები თვითრწმენასთან დაკავშირებით. შევძლებთ კი სირთულეების დაძლევას და პროექტის საუკეთესოდ შესრულებას?
კარგად უნდა დავიმახსოვროთ ის მიღწევები, რომლებიც ჩვენ მიერ დასაწყისში აღიქმებოდა როგორც შეუძლებელი და შემდგომ ისევ გადავხედოთ მათ, როდესაც ვიგრძნობთ თავდაჯერებულობის ნაკლებობას.
ფსიქოლოგები ამ ფაქტს უწოდებენ ,,Journaling”-ს და იგი დაკავშირებულია ჩვენ იმიჯთან და იმ ,,თვითმარქვია სინდრომთან“, რომლისგანაც თავის დაღწევა მხოლოდ და მხოლოდ თავდაჯერებულობის განმტკიცებით შეგვიძლია.

7. ეძიეთ მხარდაჭერას სხვების მხრიდან
მხარდაჭერის მოპოვება დაგეხმარებათ შენიშნოთ ის ფანტასტიკური თვისებები თქვენში, რომელთა აღმოჩენა პრობლემას უკავშირდებოდა. ოპრა უინფრიმ აღნიშნა, რომ მენტორი არის ადამიანი, რომელიც საშუალებას გაძლევს დაინახო იმედი შენში.
მენტორს გააჩნია იმაზე შორსმხედველი გეგმები, ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენთ. ასე, რომ ნდობა, რომელსაც იგი გვიცხადებს, შთაგვაგონებს რომ მივაღწიოთ ისეთ კარიერულ სიმაღლეს, რომლის წარმოდგენაც ადრე გვიჭირდა.

8. გამოიყენეთ თავდაჯერებულობის ნაკლებობა თქვენ სასიკეთოთ
შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ თვითრწმენის ნაკლებობა მხოლოდ უარყოფით ხასიათს არ ატარებს. მცირე დოზით, ის გვეხმარება უფრო მეტად ორიენტირებულები და ინოვაციურები ვიყოთ ჩვენი თავის მიმართ.
ცნობილი ამერიკელი მსახიობი დენზელ ვაშინგტონი ამბობს - ,,უკანასკნელ ხუთ წუთამდე, სანამ ანონსი გამოვა, თუკი არ გაქვს შეგრძნება ,,აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ“, მაშინ სხვები გაგრძნობინებენ, რომ დროა დატოვო აქაურობა.“
ასე, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობა ზოგ შემთხვევაში უფრო მეტად მოტივირებულს გაგხდით და გაგიუმჯობესებთ იმ თვისებებს, რომელებიც თქვენ წარმატებას შეუწყობს ხელს.

9. ფლობდეთ თქვენ მიღწევებს
ამანდა პალმერი, როკ-მუსიკოსი, TED-ის ერთ-ერთი სპიკერი და ავტორი წიგნისა ,,შეკითხვის ხელოვნება“, ამბობს - ,,როდესაც თქვენ ხართ ხელოვანი არავინ გეუბნებათ და გეკამათებათ თქვენი ,,ჯადოსნური ჯოხის’’ ლეგიტიმურობის შესახებ. თქვენ უნდა შეუტიოთ საკუთარ თავს თქვენივე ხელნაკეთი ჯოხით.“
დღევანდელ გადატვირთულ მსოფლიოში, ბევრი ადამიანი დიდ დროს არ ხარჯავს თქვენ დიდებით შემკობაზე. ამიტომ, თქვენ უნდა იყოთ საკუთარი თავის მოტივატორი. არცერთი ჯილდო და დაწინაურება არ გაგხდით უფრო თავდაჯერებულს თუ თქვენ თვითონ არ დააფასებთ თქვენ საკუთარ მეს.

StepUp-ის გუნდი წარმატებებს გისურვებთ!

წყარო: Business Insider