ტრენინგი: დარწმუნების ხელოვნება და პერსონალური ბრენდინგი

კომპანია StepUp გთავაზობთ ორკვირიან ტრენინგს „გაყიდვები და პერსონალური ბრენდინგი კარიერული წარმატებისთვის“.

ჩვენი პარტნიორია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც ჩატარდება სესიები.

ვისთვის არის განკუთვნილი?

1. ვისაც სურს გაყიდვების ტექნიკის, დარწმუნებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარების გაუმჯობესება;

2. ვინც ეძებს დასაქმების ან პოზიციის შეცვლის შესაძლებლობებს, სურს გაიუმჯობესოს პიროვნული ბრენდინგის და გასაუბრების უნარ-ჩვევები.

ტრენინგის განრიგი და თემატიკა:

5 და 8 აპრილი:

1. გაყიდვების ტექნიკა:

ა) „Selfie“ - გამყიდველი; 

ბ) ემოცია, სიტყვები - მთავარი იარაღი; 

გ) ხომ არ გინდა გემო გაუსინჯო? 

2.მომხმარებლის ფსიქოლოგია:

მე - მყიდველი: რატომ ვყიდულობ? ვისგან ვიყიდი? 

3. დარწმუნების ხელოვნება: 

ა) ზემოქმედება სხვაზე; 

ბ) მოლაპარეკება - სხვისი ინტერესის გათვალისწინება;

გ) მილიონ დოლარიანი ღიმილი;

დ) სახელით მიმართვა;

ე) მე - როგორც იდეალური მსმენელი; 

ვ) ბევრი -კი;

ტრენერი: აკაკი ლომაური, სადაზღვევო კომპანია კოპენბურის სააგენტო ქსელის უფროსი. ტრენერის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

12 და 15 აპრილი:

1. თვითშემეცნება და საკუთარი შესაძლებლობების ანალიზი;

2. როგორ დავსახოთ კარიერული მიზნები;

3. პერსონალური ბრენდინგი და ნეთვორქინგი კარიერული წარმატებისთვის;

4. რეზიუმე - მოკლე ბიოგრაფია თუ ფლაერი?

5. როგორ დავსაქმდეთ, როცა არ გვაქვს გამოცდილება;

6. როგორ გავართვათ თავი რთულ შეკითხვებს გასაუბრებაზე.

ტრენერი: ცირა შანავა, კომპანია StepUp-ის დირექტორი და პარტნიორი. ტრენერის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

ტრენინგის საუკეთესო მონაწილეები დასაქმდებიან კომპანია კოპენბურში და სტაჟირებას გაივლიან კომპანია StepUp-ში პარტნიორებთან ურთიერთობის მიმართულებით.

 

თარიღი: 5,8,12,15 აპრილი

დრო: 17:00 სთ

ადგილი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი.

ტრენინგის ღირებულება: 100 ლარი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსისტეტის სტუდენტებისთვის მოქმედებს შეღავათი, რის შესახებაც დეტალური ინფორმაციისთვის უნდა მიმართონ უნივერსიტეტის კარიერულ ოფისს.

ტრენინგისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია 4 აპრილის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.