სერვისები

კომპანია “StepUP” ორიენტირებულია თქვენი შესაძლებლობების მუდმივ განვითარებაზე. ჩვენ გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში.

ჩვენი სერვისებია:
- კარიერული რჩევა – თუ ვერ გადაგიწყვეტიათ რომელი განხრა აირჩიოთ, თუ არ იცით როგორ დაწეროთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, ან თუ უბრალოდ არ იცით საიდან დაიწყოთ სამსახურის ძიება, ჩვენი გუნდი მოგცემთ მიმართულებას და დაგაკვალიანებთ.

- ტრენინგები – არის სერვისი, რომლეიც ხელმისაწვდომია გარკვეული ჯგუფის სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების თუ პროფესსიონალებისათვის. კომპანია გთავაზობთ ტრენინგებს თუ როგორ განვითარდეთ როგორც პროფესიონალი და ასევე თუ როგორ განავითაროთ რიგი უნარები, რომელიც აუცილებელია თქვენზე მორგებული პოზიციის საპოვნელად.

- რეზიუმე – თუ თქვენ გიჭირთ რეზიუმეს შედგენა ან არ ხართ დარწმუნებული თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ხარისხიანი რეზიუმე, ჩვენი გუნდი შეგიდგენთ ახალს ან დაამუშავებს თქვენ მიერ მოწოდებულ რეზიუმეს, ხელთ არსებული ინფორმაციის შესაბამისად. ასევე მოთხოვნისამებრ, შესაძლებელია პროფილის დამუშავება, რაც მოიცავს სავიზიტო ბარათების დამზადებას, ბრენდირებული რეზიუმეს სხვადასხვა ფორმატში დამუშავებას და მიწოდებას, რეზიუმესთვის განკუთვნილი საქაღალდისა და სავიზიტო ბარათების დამზადებას, და ა.შ.

ჩვენ სერვისებთან და საფასურთან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.