ჩვენი მისია

ცვლილებები XXI საუკუნის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მუდმივად უნდა ადევნოთ თვალყური თუ რა არის მოთხოვნადი ამა თუ იმ ეტაპზე შრომის ბაზარზე. აუცილებელია სწორად განსაზღვროთ თქვენი ძლიერი მხარეები და მოარგოთ თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს.

ჩვენი მისიაა ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისა და მათი სწორად მიმართვის გზით. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია მათი დასაქმების შესაძლებლობების გაზრდაზე თვითპრეზენტაციისა და კარიერის სწორად დაგემევის უნარების გაუმჯობესების გზით.