კარიერული კონსულტაცია

ვისთვის არის განკუთვნილი კარიერული კონსულტაცია?

- აგზავნით რეზიუმეებს ვებ-გვერდებზე განთავსებულ ვაკანსიაზე, მაგრამ არ გიკავშირდებიან?
- ხშირად გიბარებენ გასაუბრებაზე, თუმცა გეჩვენებათ, რომ ვერ ახერხებთ საკუთარი შესაძლებობების ჯეროვნად წარდგენას დამსაქმებლის წინაშე?
- სწავლობთ უნივერსიტეტში, მაგრამ დარწმუნებული არ ხართ რომელი პროფილი აირჩიოთ?
- უკვე დიდი ხანია მუშაობთ, თუმცა სურვილი გაქვთ სხვა განხრით განვითარდეთ?
- ვერ გადაგიწყვეტიათ, თუ რომელი სფეროა თქვენთვის ყველაზე საინტერესო?

კარიერული კონსულტაცია თქვენთვისაა!

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ კარიერული გადაწყვეტილების მიღებაში. კარიერული განვითარების დარგში ექსპერტების მიერ შემუშავებული სხვადასხვა ტესტების და ტექნიკების მეშვეობით შესაძლებელია, გაარკვიოთ თუ რა სფეროში შეგიძლიათ თქვენი უნარების, ცოდნისა და გამოცდილების მაქსიმალურად ეფექტიანად რეალიზება. ჩვენი ტესტები დაგეხმარებათ, გააანალიზოთ თქვენი უპირატესობები და სუსტი მხარეები, პროფესიონალთა გუნდი კი გაგიწევთ კონსულტაციას, თუ რომელი უნარების განვითარება გჭირდებათ იმისათვის, რომ მიაღწიოთ წარმატებას და რაც მთავარია - როგორ წარადგინოთ საკუთარი თავი გასაუბრებაზე ეფექტურად.